აუცილებელი კონფიგურაციიიია
უმეტეს შემთხვევაში, Mandrakelinux-ის ინსტალაცია იმდენად მარტივია, რომ საკმარისია საინსტალაციო დისკი კომპიუტერში ჩადოთ და კომპიუტერი გადატვირთოთ. იხილეთ პუნქტი 1.
შენიშვნა:
ქვემოთ მოყვანილი Mandrakelinux-ის ინსტალაციის რამდენიმე გზა:
საინსტალაციო დისკი ჩატვირთვადია. უმეტეს შემთხვევაში, უბრალოდ ჩადეთ დისკი და გადატვირთეთ კომპიუტერი. მიყევით მითითებებს: დააჭირეთ [Enter] ღილაკს ინსტალაციის დასაწყებად, ან დააჭირეთ [F1]-ს დამატებითი ინფორმაციისათვის.
შენიშვნა:
ზოგიერთ მობილურ კომპიუტერზე შესაძლოა ჩატვირთვამ არ იმუშაოს. ასეთ შემთხვევაში ცადეთ მეორე კომპაქტ-დისკიდან ჩატვირთვა - იგი ასევე ჩატვირთვადია, მაგრამ ჩატვირთვის უფრო “გამოცდილ” მეთოდს იყენებს. როდესაც სისტემა მოითხოვს, გამოცვალეთ CD. თუ მეორე CD-დან ჩატვირთვამაც არ გაამართლა, მოემზადეთ ჩატვირთვადი საინსტალაციო დისკეტის დასამზადებლად. იხილეთ პუნქტი 2 დამატებითი ინფორმაციისათვის.
თუ თქვენს კომპიუტერს CD-ROM მოწყობილობიდან ჩატვირთვა არ შეუძლია, თქვენ მოგიწევთ Windows-ში შექმნათ ჩატვირთვადი საინსტალაციო დისკეტი შემდეგნაირად:
ინსტალაციის დასაწყებად:
თუ გარკვეული მიზეზების გამო აღწერილი საინსტალაციო მეთოდები თქვენს საჭიროებებს არ შეესაბამება (მაგ გნებავთ ქსელიდან ინსტალაცია, ან pcmcia მოწყობილობების დრაივერის ჩაწერა და ა.შ.), მაშინ თქვენ ჩატვირთვადი საინსტალაციო დისკეტი უნდა დაამზადოთ:
ხოლო “xxxxx.img” ჩაანაცვლეთ რომელიმე შესაბამისი საინსტალაციო ჩატვირთვადი იმიჯით:
cdrom.img | CD-ROM-იდან ინსტალაცია |
hd_grub.img | მყარი დისკიდნ ინსტალაცია (Linux-იდან, Windows-იდან
ან ReiserFS ფაილის სისტემიდან) აქ თქვენ შეგიძლიათ მისი თქვენს სისტემაზე კონფიგურირება: http://qa.mandrakesoft.com/hd_grub.cgi |
network.img | ინსტალაცია ftp, nfs ან http გზით შენიშვნა: თქვენ მოგიწევთ floppy დისკის მოწყობილობაში network_drivers.img-ის ჩადება, როდესაც ამას სისტემა მოგთხოვთ |
pcmcia.img | pcmcia მოწყობილობიდან ინსტალაცია (გაფრილება: უმეტესი pcmcia ტიპის ქსელური ადაპტერებს უკვე პირდაპირი მხარდაჭერა გააჩნია network.img-დან) |
hdcdrom_usb.img | USB-ს საშუალებით მიერთებული მყარი დისკიდან ან cdrom-იდან ინსტალაცია |
თქვენ ასევე შეგიძიათ ჩაწეროთ boot.iso კომპაქტურ დისკზე და იქიდან მოახდინოთ საინსტალაციო სისტემის ჩატვირთვა. მას ყველა საინსტალაციო მეთოდის მხადაჭერა გააჩნია (CD, ქსელი, მყარი დისკი).
თქვენ ასევე შეგიძლიათ ინსტალაციის ტექსტურ-რეჟიმში ჩართვა, იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტულ გრაფიკულ ისტალაციას შეფერხებები გააჩნია. ამისათვის დააჭირეთ [F1]-ს Mandrakelinux-ის მისალმების ეკრანზე, და ჩაწერეთ text ბრძანებათა ზოლზე.
თუ თქვენ გსურთ უკვე ინსტალირებული Mandrakelinux სისტემის გადარჩენა/შეკეთება, ჩადეთ საინსტალაციო CD-ROM (ან შესაბამისი ჩატვირთვადი საინსტალაციო დისკეტი), დააჭირეთ [F1]-ს Mandrakelinux-ის მისალმების ეკრანზე და აკრიფეთ rescue ბრძანებათა ზოლში.
მოინახულეთ http://www.linux-mandrake.com/drakx/README დამატებითი ტექნიკური ინფორმაციისათვის.
გაფრთხილება:
პრივილეგირებილი "root" ანგარიში თქვენ ლინუქსის სუსტემაში ნებისმიერი ოპერაციის შესრულების უფლებას განიჭებთ. სასურველი ეს ანგარიში მხოლოდ ლინუქსის კონფიგურაციის ან ადმინისტრირებისათვის გამოიყენოთ. ყოველდღიური მიზნებისათვის გამოიყენეთ ჩვეულებრივი მომხმარებლის ანგარიში, რომელის კონფიგურიებაც "userdrake" ხელსაწყოს მეშვეობითაც არის შესაძლებელი, ან ბრძანებებით "adduser" და "passwd".
დამატებითი დახმარებისათვის, მოინახულეთ: