Mandrakelinux მითითებები ინსტალაციისათვის - Mandrakelinux 10.2 აუცილებელი კონფიგურაციიიია * Pentium-ის ტიპის ან მისი შესაბამისი პროცესორი * CD-ROM მოწყობილობა * მინიმუმ 32 MB RAM, რეკომენდირებულია 64 MB უმეტეს შემთხვევაში, Mandrakelinux-ის ინსტალაცია იმდენად მარტივია, რომ საკმარისია საინსტალაციო დისკი კომპიუტერში ჩადოთ და კომპიუტერი გადატვირთოთ. იხილეთ პუნქტი 1. შენიშვნა: * თუ თქვენ გსურთ იმ სისტემის განახლება, რომლის ვერსიაც არის Mandrakelinux 7.x, 8.x, ან 9.x, ნუ დაივიწყებთ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაზღვევას. * თუ თქვენ უფრო ადრინდელი სისტემა გაქვთ ჩაწერილი, (ვერსია 7.0-ზე ადრინდელი), სამწუხაროდ სისტემას ვერ განაახლებთ. ასეთ შემთხვევაში, ამოირჩიეთ ახალი სისტემის ინსტალაცია და არა განახლება. ============================================================================ ქვემოთ მოყვანილი Mandrakelinux-ის ინსტალაციის რამდენიმე გზა: 1. პირდაპირ საინსტალაციო დისკიდან ჩატვირთვა 2. Windows-იდან ჩატვრირთვადი საინსტალაციო დისკეტის შექმნა 3. ინსტალაციის სხვა მეთოდები ============================================================================ 1. პირდაპირ საინსტალაციო დისკიდან ჩატვირთვა საინსტალაციო დისკი ჩატვირთვადია. უმეტეს შემთხვევაში, უბრალოდ ჩადეთ დისკი და გადატვირთეთ კომპიუტერი. მიყევით მითითებებს: დააჭირეთ [Enter] ღილაკს ინსტალაციის დასაწყებად, ან დააჭირეთ [F1]-ს დამატებითი ინფორმაციისათვის. შენიშვნა: ზოგიერთ მობილურ კომპიუტერზე შესაძლოა ჩატვირთვამ არ იმუშაოს. ასეთ შემთხვევაში ცადეთ მეორე კომპაქტ-დისკიდან ჩატვირთვა - იგი ასევე ჩატვირთვადია, მაგრამ ჩატვირთვის უფრო “გამოცდილ” მეთოდს იყენებს. როდესაც სისტემა მოითხოვს, გამოცვალეთ CD. თუ მეორე CD-დან ჩატვირთვამაც არ გაამართლა, მოემზადეთ ჩატვირთვადი საინსტალაციო დისკეტის დასამზადებლად. იხილეთ პუნქტი 2 დამატებითი ინფორმაციისათვის. ============================================================================ 2. Windows-იდან ჩატვრირთვადი საინსტალაციო დისკეტის შექმნა თუ თქვენს კომპიუტერს CD-ROM მოწყობილობიდან ჩატვირთვა არ შეუძლია, თქვენ მოგიწევთ Windows-ში შექმნათ ჩატვირთვადი საინსტალაციო დისკეტი შემდეგნაირად: * ჩადეთ კომპაქტ-დისკი, შებრძანდით “My Computer”-ში, ხოლო შემდეგ დააწკაპუნეთ CD-ROM-ის სიმბოლოზე * შედით “dosutils” დირექტორიაში და ორჯერ დააწკაპუნეთ “rawwritewin” სიმბოლოზე * ჩადეთ ცარიელი დისკეტი floppy-ს მოწყობილობაში * “Image File”-ის ველში მიუთითეთ “D:\images\cdrom.img” (თუ, რა თქმა უნდა, თქვენს CD-ROM-ს ასო “D:” ქვია. წინააღმდეგ შემთხვევაში “D:” შესაბამისი ასოთო შეცვალეთ) * “Floppy Drive” ველში ამოირჩიეთ "A:", ხოლო შემდეგ დააჭირეთ “Write” ღილაკს. ინსტალაციის დასაწყებად: * ჩადეთ კომპაქტ-დისკი და ასევე საინსტალაციო ჩატვირთვადი floppy დისკეტი შესაბამის მოწყობილობებში, ხოლო შემდეგ... * გადატვირთეთ კომპიუტერი. ============================================================================ 3. ინსტალაციის სხვა მეთოდები თუ გარკვეული მიზეზების გამო აღწერილი საინსტალაციო მეთოდები თქვენს საჭიროებებს არ შეესაბამება (მაგ გნებავთ ქსელიდან ინსტალაცია, ან pcmcia მოწყობილობების დრაივერის ჩაწერა და ა.შ.), მაშინ თქვენ ჩატვირთვადი საინსტალაციო დისკეტი უნდა დაამზადოთ: * Linux-ში (ან სხვა თანამედროვე UNIX სისტემაში) აკრიფეთ ბრძანებათა ხაზში: $ dd if=xxxxx.img of=/dev/fd0 * Windows-ში კი მიყევით იმ გზას, რომელიც პუნქტ 2-შია აღწერილი, მაგრამ cdrom.img ჩატვირთვის იმიჯის ნაცვლად მიუთითეთ xxxxx.img ჩატვირთვის იმიჯი (იხ. ქვემოთ). * DOS-ში, თუ ვთქვათ თქვენი კომპაქტ დისკის ასოა D:, აკრიფეთ: D:\> dosutils\rawrite.exe -f install\images\xxxxx.img -d A ხოლო “xxxxx.img” ჩაანაცვლეთ რომელიმე შესაბამისი საინსტალაციო ჩატვირთვადი იმიჯით: +-----------------+------------------------------------------------------+ | cdrom.img | CD-ROM-იდან ინსტალაცია | +-----------------+------------------------------------------------------+ | hd_grub.img | მყარი დისკიდნ ინსტალაცია (Linux-იდან, Windows-იდან | | | ან ReiserFS ფაილის სისტემიდან) | | | აქ თქვენ შეგიძლიათ მისი თქვენს სისტემაზე | | | კონფიგურირება http://qa.mandrakesoft.com/hd_grub.cgi | +-----------------+------------------------------------------------------+ | network.img | ინსტალაცია ftp, nfs ან http გზით | | | შენიშვნა: თქვენ მოგიწევთ floppy დისკის მოწყობილობაში | | | network_drivers.img-ის ჩადება, როდესაც ამას სისტემა | | | მოგთხოვთ | +-----------------+------------------------------------------------------+ | pcmcia.img | pcmcia მოწყობილობიდან ინსტალაცია (გაფრილება: | | | უმეტესი pcmcia ტიპის ქსელური ადაპტერებს უკვე | | | პირდაპირი მხარდაჭერა გააჩნია network.img-დან) | +-----------------+------------------------------------------------------+ თქვენ ასევე შეგიძიათ ჩაწეროთ boot.iso კომპაქტურ დისკზე და იქიდან მოახდინოთ საინსტალაციო სისტემის ჩატვირთვა. მას ყველა საინსტალაციო მეთოდის მხადაჭერა გააჩნია (CD, ქსელი, მყარი დისკი). ============================================================================ თქვენ ასევე შეგიძლიათ ინსტალაციის ტექსტურ-რეჟიმში ჩართვა, იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტულ გრაფიკულ ისტალაციას შეფერხებები გააჩნია. ამისათვის დააჭირეთ [F1]-ს Mandrakelinux-ის მისალმების ეკრანზე, და ჩაწერეთ text ბრძანებათა ზოლზე. თუ თქვენ გსურთ უკვე ინსტალირებული Mandrakelinux სისტემის გადარჩენა/შეკეთება, ჩადეთ საინსტალაციო CD-ROM (ან შესაბამისი ჩატვირთვადი საინსტალაციო დისკეტი), დააჭირეთ [F1]-ს Mandrakelinux-ის მისალმების ეკრანზე და აკრიფეთ rescue ბრძანებათა ზოლში. მოინახულეთ http://www.mandrakelinux.com/drakx/README დამატებითი ტექნიკური ინფორმაციისათვის. ============================================================================ ქვემოთ მოცემულია ინსტალაციის მთავარი საფეხურები: 1. ჩადეთ საინსტალაციო CDROM (ან საინსტალაციო ჩატვირტადი დისკეტი, თუ ეს აუცილებელია) და გადატვირთეთ სისტემა. 2. დააჭირეთ [Enter]-ს Mandrakelinux-ის მისალმების ეკრანის გამოჩენისას და გულდასმით გაეცანით მითითებებს. 3. როდესაც ინსტალაცია დასრულდება, ამოიღეთ კომპაქტ-დისკი (ასევე საინსტალაციო ჩატვირთვადი floppy დისკეტი, თუ ისიც ჩადებულია); თქვენი კომპიუტერი თავიდან ჩაირთვება. თუ ეს ავტომატურად არ მოხდა, გადატვირთეთ იგი ხელით. 4. დაიწყება Mandrakelinux. საწყისი ჩატვირთვისას თქვენ შეგიძლიათ სისტემაში შესვლა ინსტალაციის დროს მითითებული მომხმარებლის მონაცემებით, ან როგორც პრივილეგირებულ მომხმარებელ “root”-ს. გაფრთხილება: პრივილეგირებილი "root" ანგარიში თქვენ ლინუქსის სუსტემაში ნებისმიერი ოპერაციის შესრულების უფლებას განიჭებთ. სასურველი ეს ანგარიში მხოლოდ ლინუქსის კონფიგურაციის ან ადმინისტრირებისათვის გამოიყენოთ. ყოველდღიური მიზნებისათვის გამოიყენეთ ჩვეულებრივი მომხმარებლის ანგარიში, რომელის კონფიგურიებაც "userdrake" ხელსაწყოს მეშვეობითაც არის შესაძლებელი, ან ბრძანებებით "adduser" და "passwd". წარმატებებს გისურვებთ Mandrakelinux-ის გამოყენებისას ! ============================================================================ დამატებითი დახმარებისათვის, მოინახულეთ: * ელექტრონული ტექდახმარება http://www.mandrakeexpert.com/ * Mandrakelinux-ის Errata http://www.mandrakelinux.com/en/errata.php3 * Mandrakelinux უსაფრთხოების მრჩევლები http://www.mandrakesoft.com/security/advisories/ * ონლაინ დოკუმენტაცია (სახელმძღვანელოები) http://www.mandrakelinux.com/en/fdoc.php3 * წაიკითხეთ ან შეუერთდით Mandrakeclub-ის ონლაინ დისკუსიათა ფორუმს http://www.mandrakeclub.com * გაწევრიანდით საფოსტო გზავნილების სიაში http://www.mandrakelinux.com/en/flists.php3 * ადვილად ძებნადი ელფოსტის გზავნილების სიის არქივი http://marc.theaimsgroup.com/ * ძებნა ინტერნეტში Google-ის გამოყენებით, ქართულ ენაზე http://www.google.com/linux * მოძიეთ Usenet სადისკუსიო ფორუმები Google-ის გამოყენებით http://groups.google.com/groups?group=comp ============================================================================